კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი
HomeArticles
Facebook

რა იწვევს გერმანიაში რეცესიას?

კლიმენტი ბერულავა
08.01.24

საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) პროგნოზით 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება, რაც ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა და სიდიდით ისეთ გიგანტებს უსწრებს, როგორიცაა ინდოეთი, რუსეთი და სხვები. 2023 წლის მონაცემებით კი გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში მეოთხე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. ამგვარი ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, ამავე წლის მაისში გერმანიაში ტექნიკური რეცესია დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება. ციფრები ასეთია: 2022 წლის მეოთხე კვარტალში, ოქტომბრიდან დეკემბრამდე, –0.4%, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტამდე, –0.1%. საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) პროგნოზით 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება, რაც ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაგრამ მაინც რა მიზეზებმა გამოიწვია ეს გერმანულ ექსპორტზე მოთხოვნის შემცირება პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ გერმანია ინდუსტრიულ და ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს მისდევს. ის ცნობილია ისეთი საექსპორტო ინდუსტრიებით, როგორიცაა ავტომობილები, მანქანა-დანადგარები და ქიმიური პროდუქტები, რომლებსაც მთლიანი ექსპორტის მესამედზე მეტი უჭირავთ. ამ ინდუსტრიებში კი გერმანიას საერთაშორისო ბაზარზე შედარებითი უპირატესობა ნაწილობრივ რუსული იაფი ენერგიის გამო ჰქონდა, რომელიც nord stream-ის გავლით მიეწოდებოდა. რადგან რუსეთ-უკრაინის ომის და ორმხრივი სანქციების გამო გერმანიას იაფი გაზი აღარ მიეწოდება, ამ ინდუსტრიების შეძლებისუნარიანობა გერმანულ ეკონომიკაში მცირდება. ამასთან ერთად, პოსტ-პანდემიურ და გეოპოლიტიკურად დაძაბულ მსოფლიოში შემცირებულია ზოგადი ზრდა და მოთხოვნა, რაც თავისთავად გერმანულ პროდუქტებზეც ისახება. ამ მხრივ განსაკუთრებით მოქმედებს ჩინეთის ნელი ეკონომიკური აღდგენის ტემპი პანდემიის შემდეგ, რომელიც გერმანიის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად ამისა, გერმანიის ექსპორტის შემცირება გლობალური ზოგადი ტრენდების გარდა, აშშ-ს ანუ გერმანიის მთავარი საექსპორტო პარტნიორის, ქმედებებმაც გამოიწვია. კერძოდ, აშშ-ს პროტექციონისტული პოლიტიკა, რომელიც ინფლაციის შემცირების აქტის დამტკიცების შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა, ასუბსიდირებს მრეწველობაზე დაფუძვნებულ ინდუსტრიებს. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო ართულებს გერმანული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ამერიკის ბაზარზე. მაღალი ინფლაცია და ინვესტიციების შემცირება კიდევ ერთი პრობლემა მაღალი ინფლაციაა, რომელიც ამ წლის ივნისში 6.4%-ს შეადგენდა. ეს ციფრი ევროზონის საშუალო 5.2%-ზე მეტია, რომელიც ივლისში დაფიქსირდა. სურათი კიდევ უფრო უარესია ესპანეთთან შედარებით, სადაც ინფლაცია ივლისში მხოლოდ 2.3% იყო. გაძვირებული ენერგიის და სამომხმარებლო პროდუქტების გამო გერმანელებს დანაზოგის და ინვესტიციების გაკეთების საშუალება შესაბამისად უმცირდებათ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ინვესტიციებს ამცირებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რომელიც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც კომერციული ბანკები იხდიან, როდესაც ისინი სესხულობენ ECB-დან, დღევანდელი მონაცემებით 4.5%-მდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი კომპანიებს მოტივაციას უმცირებს ისესხონ ფული ინვესტიციებისთვის და განავითარონ თავიანთი ბიზნესები, რაც დამატებით წნეხს წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკისთვის. სტატია მომზადებულია BMG - სთვის ეკონომიკის ოლიმპიადის (2023) გამარჯვებული კლიმენტი ბერულავას მიერ. წყარო: [https://bm.ge/news/ra-itsvevs-germaniashi-retsesias](https://bm.ge/news/ra-itsvevs-germaniashi-retsesias)