კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

პოლიტიკა კონფიდენციალობის შესახებ

პოლიტიკა კონფიდენციალობის შესახებ

იმაზე მეტის გაგება არ გვსურს, რისი ჩვენთვის გაზიარებაც გინდათ! ჩამოიწერეთ „საღი აზრის ეკონომიკა“ და გაეცანით ვიდეოების და დამატებით საკითხავი მასალების დიდ ბიბლიოთეკას, რომელიც ყურადღებით შევარჩიეთ და ვთარგმნეთ თქვენთვის.

ქუქი-ფაილები და ანალიტიკური მონაცემების შეგროვება

ჩვენ არ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს. დიახ, ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტს სახელწოდებით „Fathom“, რომელიც გვეხმარება ჩვენი კონტენტის ოპტიმიზაციასა და ვებგვერდის გაუმჯობესებაში თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის. ის შეესაბამება GDPR, CCPA, ePrivacy, PECR პროტოკოლებს და ქმნის საშუალებას, რომელიც თქვენს IP მისამართს კონკრეტულ კოდად გარდაქმნის, რაც გვერდის სტუმრის (ამ შემთხვევაში, თქვენი) ანონიმურად იდენტიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ ვიღებთ მონაცემებს თქვენი ქვეყნის, მოწყობილობის ტიპის, ბრაუზერის და იმ გვერდების შესახებ, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ, გამოყენებულ ენას და ასევე იმას, თუ როგორ გადმოხვდით ჩვენს ვებგვერდზე. სულ ეს არის.

მონაცემები, რომლებსაც თქვენს შესახებ გვაწვდით

თუ გსურთ შეგატყობინოთ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ახალი ვიდეო კლიპების და სტატიების შესახებ, გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე (ამჯერად მხოლოდ ინგლისური ვერსია). შეგიძლიათ გამოწერა ნებისმიერ დროს გააუქმოთ.

კონკრეტულ აქტივობებში, კონკურსებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, შესაძლებელია სავალდებულო იყოს პერსონალური მონაცემების გაზიარება. პერსონალური ინფორმაციის არ გაზიარებამ შესაძლოა შეგიზღუდოთ მონაწილეობის შესაძლებლობა. გთხოვთ, ნუ გაგვიზიარებთ მოთხოვნილზე მეტ პერსონალურ ინფორმაციას.

თუმცა, თუ გსურთ მეტი გვიამბოთ თქვენს შესახებ, სიამოვნებით მოგისმენთ! ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბავშვთა უსაფრთხოება ინტერნეტში

Econfun.org მიზანმიმართულად არ აგროვებს ან ინახავს 13 წლამდე ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას. თუ თქვენ თვლით, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვმა მოგვაწოდა ამგვარი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ შევეცდებით წავშალოთ ის ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.