კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი
HomeArticles
Facebook

ეკონომიკის ოლიმპიადა 2024 საქართველოში

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
10.12.23

ეკონომიკის ოლიმპიადის მნიშვნელობა და სტრუქტურა საქართველოში

ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს ქვეყანაში. იგი დაარსდა [ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV)](http://inev.cz/en/projekty/the-economics-olympiad/) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი. INEV უკვე ატარებს ოლიმპიადებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ [საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას (GELi)](https://www.facebook.com/geli.org.ge) მიერ ექსკლუზიური უფლებით ხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლიდან. ეკონომიკის ოლიმპიადაში გარდა მოსწავლეებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სკოლის მასწავლებლები/სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც არეგისტრირებენ სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ და ასრულებენ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორის როლს.  ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა და ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღება შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს სამომავლო პროფესიული ინტერესის მიუხედავად. ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [info@geli.org.ge](mailto\:info@geli.org.ge) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598483304 #### ინფორმაცია მასწავლებლებისთვის იმისთვის, რომ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის ოლიმპიადაში, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა ან სკოლის სხვა წამომადგენელმა რეგისტრაციის ღილაკზე გადასვლით სისტემაში უნდა დაარეგისტრიროს სკოლა და მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო მონაცემები, რის შემდეგაც მასწავლებელი/სკოლის წარმომადგენელი იქნება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი და ორგანიზატორებს მასთან ექნებათ კომუნიკაცია კონკურსის დეტალების შესახებ. [რეგისტრაცია](https://lp.econfun.org/olympiad-in-georgia "EO") #### ინფორმაცია მოსწავლეებისთვის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა, გთხოვთ გადაამოწმეთ თუ არის თქვენი სკოლა უკვე დარეგისტრირებული და ვინ არის კოორდინატორი მასწავლებელი სკოლიდან სკოლის ადმინისტრაციაში. თუ თქვენი სკოლა უკვე რეგისტრირებულია, გთხოვთ ოლიმპიადის დეტალებზე კომუნიკაცია გქონდეთ თქვენი სკოლის კოორდინატორ მასწავლებელთან, რადგან მას გავუზიარებთ კონკურსის საკითხებს. თუ თქვენი სკოლა ჯერ არ არის რეგისტრირებული ოლიმპიადის მონაწილეთა სისტემაში, გთხოვთ ეს ინფორმაცია გააცანით სკოლის ადმინისტრაციას ან რომელიმე მასწავლებელს და გამოთქვით სურვილი, რომ თქვენი სკოლაც ჩაერთოს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. სხვა შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ აღნიშნული ფორმა და ოლიმპიადის ორგანიზატორები დაგიკავშირდებიან ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე: [https://forms.gle/pMPP5N4ZW1dixAmc7](https://forms.gle/pMPP5N4ZW1dixAmc7) ეკონომიკის ოლიმპიადაზე სკოლების რეგისტრაცია სრულდება 29 თებერვალს, 2024. #### შენიშვნა: ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს, მიკერძოების გარეშე და აკადემიური მოსწრების მიუხედავად, აქვს უფლება ჩაერთოს ეკონომიკის ოლიმპიადაში და დაწეროს ონლაინ ტესტი ტესტირების დღეს.

ოლიმპიადის სტრუქტურა სკოლის რაუნდი სკოლის რაუნდი ტარდება ონლაინ ტესტირების სისტემის საშუალებით. ტესტირებამდე ხდება სკოლის რეგისტრაციის პროცესი და მასწავლებლები რეგისტრირდებიან როგორც თავიანთი სკოლის კოორდინატორები. სკოლების რეგისტრაციის შემდეგ ტესტირების კვირაში მოსწავლეები წერენ ტესტს, რომელიც 25 კითხვას მოიცავს და 40 წუთი გრძელდება. წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ რაუნდში. 2024 წლის სკოლის რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: [https://www.geli.org.ge/ka/projects/26](https://www.geli.org.ge/ka/projects/26)   ეროვნული რაუნდი ეროვნული რაუნდი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების ფორმატით. მოწვეული იქნებიან სტუმრები და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში მათთან ერთად. ტესტირების პროცესში მოსწავლეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე, 10 მოსწავლე კი გასაუბრებას გაივლის ეროვნული რაუნდის ჟიურისთან. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და გაემგზავრება ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდზე.   ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი ბანაკში ეკონომიკის ტრენინგებს უძღვებიან ეკონომისტები, რომლებიც შერჩეული არიან მათი სწავლების გამოცდილების მიხედვით. დისკუსიები, აქტივობები და ინტერაქტიული სესიები მონაწილეებს საშუალებას მისცემს მოემზადონ საერთაშორისო რაუნდისთვის. [2023 წლის ბანაკის შესახებ](https://www.geli.org.ge/ka/projects/24)   საერთაშორისო რაუნდი საერთაშორისო რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება სექტემბერში ან ოქტომბერში და ორგანიზებულია ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მიერ.  კონკურსი ორ ნაწილიანია, წერითი და ზეპირი. თავდაპირველად იქნება წერითი გამოცდა და შემდეგ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზეპირ გამოცდაში. გარდა კონკურსისა იქნება სხვა დამატებითი აქტივობებიც მონაწილეებისთვის, როგორიცაა სემინარები, გუნდური აქტივობები, ტურები ქალაქში და ა.შ. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და საუკეთესო მოსწავლეების გაერთიანების შესაძლებლობას. [2023 წლის საერთაშორისო რაუნდის შესახებ](https://www.geli.org.ge/ka/projects/23)