კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

ომი, მშვიდობა და სტიმულები: როგორ განსაზღვრავს ეკონომიკის კანონები ჩვენს ცხოვრებას დღესაც კი

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი
01.01.70

ჩვენ მშვიდობისა და ომის ეკონომიკას მარტივი სიტყვებით განგიმარტავთ რადგანეკონომიკის ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების თქვენივე მიზნების შესაბამისად მოწყობაში, თანამედროვე სამყაროს კანონებისა და თქვენ გარშემო ადამიანების ქცევის გაგებაში. დავიწყოთ სტიმულებით და იმით, თუ როგორ ახდენენ ისინი გავლენას თქვენს არჩევანზე სუპერმარკეტში ბრინჯის შეძენით დაწყებული, დამთავრებული საპრეზიდენტო არჩევნებითა და ომში მონაწილეობით.

სტიმულები ყოველდღიურ ცხოვრებაში: რას წარმოადგენს ის?

24 თებერვლის დილამდე იღვიძებდი და ფულის საშოვნელად სამსახურში მიდიოდი (ან სხვა ოთახში გადიოდი, თუ დისტანციურად მუშაობდი). დადიოდი სპორტულ დარბაზში კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად (ან ყოფილი პარტნიორის საეჭვიანოდ). ბავშვს მეტ ჯიბის ფულს აძლევდი, თუ კარგ ნიშნებს მიიღებდა. ყიდულობდი „ჟმენკას“ ბრინჯს, როცა „ბოსტო“ ძალიან გაძვირდა. 24 თებერვლიდან ზოგი ჩვენგანი „თვითგადარჩენის“ რეჟიმში გადავიდა, ხოლო დანარჩენები „თავდაცვის“ რეჟიმში ვცხოვრობთ.

ამ სიტუაციებში გარკვეული სტიმულების გავლენით მოქმედებ. შენი ნაბიჯები მათდამი რაციონალურ რეაქციას წარმოადგენს.

ამ ყველა აღწერილ სიტუაციაში გარკვეული სტიმულების გავლენით მოქმედებ. შენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მათდამი რაციონალურ რეაქციას წარმოადგენს.

რა შუაშია ამასთან ეკონომიკა?

ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ სტიმულებს პროგნოზირებადი გავლენა აქვს ადამიანის ქცევაზე. ეს ჩვენს ყველანაირ აქტივობას ეხება.

სტიმული არის ის, რაც გარკვეული ქცევის მოტივაციას გვაძლევს.

თუ პროდუქტი ან მომსახურება ძვირდება, მცირდება იმის ალბათობა, რომ მას შეიძენ. ამის საპირისპიროდ, თუ კონკრეტული არჩევანის შედეგად მეტ სარგებელს მიიღებ, იზრდება იმის ალბათობა, რომ სწორედ მას მიანიჭებ უპირატესობას.მარტივად რომ ავხსნათ, ოჯახის ევაკუაციისთვის ადგილის შერჩევისას, დიდი ალბათობით, არ განიხილავ ქვეყნის აღმოსავლეთ ან სამხრეთ ნაწილს. შეხვედრაზე დაგვიანებისას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამონახავ დროს ყავის მოსამზადებლად და ახალი ამბების სანახავად. თუმცა, თუ თავისუფალი 15 წუთი გაქვს, რატომაც არა? დიდი ალბათობით, ტროტუარიდან 1-ჰრივნიან მონეტას უფრო აიღებ, ვიდრე 10 კოპიიკას და სტუდენტები უფრო ყურადღებით იქნებიან გაკვეთილზე, თუ ეცოდინებათ, რომ ეს საკითხი ტესტში ან გამოცდაზე შევა.

თუ ყურადღებით დააკვირდებით, როგორ მუშაობს ბაზარი, ნახავთ, რომ გარკვეული წესები ქმნიან პირობებს, რომლებშიც პირადი სტიმულები სოციალური თანამშრომლობის მოტივაციას ახდენენ. ცოტა ჩახლართულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში მექანიზმი მარტივია: ფასების, მოგებისა და ზარალის მეშვეობით, ის მოქმედებს ადამიანების სუბიექტურ სურვილებზე. მაგალითად,თუ მყიდველებს უნდათ მეტი პროდუქტის ყიდვა, ვიდრე მწარმოებლებს შეუძლიათ ან სურთ გაყიდონ, ფასი მალე აიწევს. როდესაც აიწევს ფასი, გამყიდველებს მოუნდებათ ამ პროდუქტის ჭარბი რაოდენობით წარმოება მეტი მოგების მიღების მიზნით თუმცა მყიდველები ნაკლებს იყიდიან მომატებული ფასების გამო და ა.შ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მიწოდება და მოთხოვნა არ მიაღწევს წონასწორობას და ფასი დასტაბილურდება. ამის საპირისპიროდ, თუ გამყიდველები ვეღარ შეძლებენ თავიანთი პროდუქტების გაყიდვას მიმდინარე ფასად, მათ მოუწევთ ფასის დაწევა. შემცირებული ფასი ადამიანებს მეტის ყიდვისკენ უბიძგებს, მაგრამ ამასთანავე არსებული წარმოების მოცულობის შენარჩუნების მოტივაციას დაუკარგავს მწარმოებლებს, ვინაიდან პროდუქტის მიწოდება ახალ, უფრო დაბალ ფასად მათთვის ნაკლებად მომგებიანია.

როგორ მუშაობს ეს სხვაგან?

პოლიტიკის სფეროშიც იგივე სიტუაცია გვაქვს. თუ სხვა ფაქტორები თანაბარია, ამომრჩევლები იმ პოლიტიკურ კანდიდატებსა და პოლიტიკას დაუჭერენ მხარს, რომლებიც, მათი აზრით, მათ უზრუნველყოფს მაქსიმალური პირადი სარგებლით მინიმალური დანახარჯის ფასად. სწორედ ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია პენსიონერმა ხმა მისცეს კანდიდატს, რომლის დაპირებაა სახელმწიფოსთვის პენსიების გადახდის ვალდებულების მოხსნა.

სტიმულები ადამიანის ბუნების ნაწილია, რომლებიც გვიბიძგებს გარკვეული გადაწყვეტილებებისკენ. შესაბამისად, სასურველი ქცევის მისაღწევად აუცილებელია სწორი სტიმულების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში, სასურველისგან განსხვავებულ შედეგს მივიღებთ. წარმოიდგინეთ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს შრომას უნაზღაურებს მინის ფირფიტების ტონობით წარმოების მიხედვით. როგორ რეაგირებენ ისინი ამ სტიმულზე? ისინი ამზადებენ ისეთ სქელ მინას, რომ მასში რთულია რამის დანახვა. ხოლო თუ გასამრჯელო დამოკიდებულია კვადრატული მეტრების რაოდენობაზე – ისინი აწარმოებენ იმდენად თხელ მინას, რომ ადვილად დაიმსხვრევა. ზოგჯერ შედეგი შეიძლება მიზნის საპირისპირო იყოს, რასაც „კობრის ეფექტი“ ეწოდება. ინდოეთში ბრიტანელთა კოლონიალური მმართველობის დროს გუბერნატორმა, მომრავლებული კობრების მოსაცილებლად, დააწესა ჯილდო გველის თითოეული მოკვეთილი თავისთვის. თავდაპირველად გველების რაოდენობა შემცირდა, თუმცა შემდგომ ადგილობრივებმა ჯილდოს მისაღებად დაიწყეს კობრების მომრავლება. ცხადია, როდესაც ჯილდო გაუქმდა, კობრების რაოდენობა საკმაოდ იყო გაზრდილი.

ავიღოთ დღევანდელობიდან მაგალითი: ახალ ამბებში ვხედავთ ცნობებს, რომ რუსი ოკუპანტები ნებდებიან, როდესაც უქრებათ ილუზია „სამხედრო ოპერაციაში“ მათი მშვიდობისმყოფელი როლის შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ დაბრუნება არ შეუძლიათ ზურგში განლაგებული რაზმების გამო, რომლებიც დეზერტირებს ხვრეტენ. შესაბამისად, მათ ამოძრავებთ არა ბრძოლის გაგრძელების, არამედ დანებების სტიმული. რაც, თავისთავად, მათი ხელმძღვანელების გეგმებს არ შეესაბამება.

სწორი სტიმულის მაგალითი გვხვდება 1860-იანი წლების ბრიტანული მმართველობის ხანაში, როდესაც გემების კაპიტნებს ხელშეკრულებები უფორმდებოდათ პატიმრების ავსტრალიაში გადასაყვანად. მგზავრობის შედეგად ცოცხალი მხოლოდ პატიმართა 40% რჩებოდა და კაპიტნებისადმი მოწოდებებმა, რომ ეს რიცხვი გაეზარდათ მორალური მოსაზრებებით, შედეგი არ გამოიღო. ამის შემდეგ ეკონომისტმა ედვინ ჩადვიკმა ხელისუფლებას ურჩია, კაპიტნებისთვის არ გადაეხადათ თითოეულ პატიმარში, რომელიც ინგლისში გემზე ავიდოდა, არამედ გადაეხადათ ყოველ პატიმარში, რომელიც ავსტრალიაში ჩააღწევდა. ამის შედეგად მგზავრობის პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა და პატიმრების 98% გადარჩა.

აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, რა სტიმულის საფუძველზე მოქმედებთ და რა სტიმულებს უქმნით ადამიანებს თქვენს გარშემო.ხოლო იმაში უკეთ გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს ეკონომიკის კანონები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, წიგნების წაკითხვას გირჩევთ! მოდით, ერთად შევადგინოთ წიგნების თარო.

ეს სტატია, ნატალია მელნიკის ავტორობით, რომელიც არის EFI-ის ქვეყნის პარტნიორის, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრის, წარმომადგენელი, გამოქვეყნდა „რუბრიკაში“.