კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიბლოგიპარტნიორებიჩვენ შესახებ
დაიწყეთ კითხვა
ან ჩამოტვირთეთ უფასოდ

რას შეიძლება მოველოდეთ ეკონომიკაში მედინარე ომისგან?

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
24.03.22

ეკონომისტები პროგნოზებს სხვადასხვა მათემატიკური და სტატისტიკური მოდელების მეშვეობით აკეთებენ. თუმცა, ისეთი საომარი სიტუაციებისათვის, როგორიც ამჟამაად მიმდინარეობს ეკონომიკური მოდელები ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ხშირ შემთხვევაში არ არსებობს წინარე გამოცდილება. წარსული გამოცდილება კი აუცილებელია ეკონომისტებისათვის, რომ თავიანთი მოდელები რეალობას მოარგონ. მიმდინარე კრიზისულ სიტუაციებში კი, რომელთა ანალიზის გამოცდილება არ არსებობს ეკონომისტები დასკვნებს მარტივი ეკონომიკური ლოგიკითა და არსებული ტენდენციების მიმოხილვით ახოერციელებენ. ასეთი დასკვნები შეგიძლიათ თქვენც გამოიტანოთ თუ გამოიყენებთ საჯაროდ არსებულ მონაცემებს და ეკონომიკურ ლოგიკას.

მოდით ავიღოთ მიმდინარე მაგალითი და გავაანალიზოთ რა ელის საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად?

ომის ეკონომიკური შედეგების გაანალიზებისათვის აუცილებელია გავიაზროთ რა შეიძლება მოხდეს ჩვენს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დახასიათებისთვის უნდა ვუპასუხოთ რამოდენიმე შეკითხვას:

როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს საგარეო ვაჭრობა?

უკრაინაც და აგრესორი რუსეთიც საქართველოს დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან. აგრეთვე საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და თურქეთი, რომლებზეც აგრეთვე მოახდენს გავლენას ომი. პირველ რიგში შევხედოთ, რომელი ქვეყნებიდან შემოაქვს საქართველოს პროდუქცია (იმპორტი). 2021 წელს საქართველოს მთლიანი იმპორტმა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველოს ძირითადი საიმპორტო პარტნიორები ევროკავშირი და თურქეთი არიან, რომლებიც საქართველოს იმპორტის 42%-ს შეადგენდა 2021 წელს. რუსეთს საქართველოს იმპორტში შედარებით ნაკლები 10%-იანი წილი უკავია, რაც ბოლო 9 წლის მანძილზე მეტ-ნაკლებად უცვლელია. უკრაინიდან პროდუქციის იმპორტიც 4-7%-ს მთლიანი იმპორტის 4-7%-ს შეადგენს. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაწილობრივ მოუწევს ჩაანაცვლოს იმპორტის დაახლოებით 14-17%. რუსეთიდან იმპორტი გართულდება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და იქ დაწყებული ეკონომიკური კრიზის გამო. განსაკუთრებით, კი ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალების SWIFT-ის გათიშვის შემდეგ, რუსეთთან ვაჭრობა ძალიან გართულდება. მეორეს მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გართულდება უკრაინად პროდუქტის გამოტანა, რაც იქ არსებულ მიწოდების ჯაჭვებს გაართულებს.

გრაფიკი 1 - საქართველოს იმპორტის წილი სხვადასხვა ქვეყნებიდან (2013-2021 წელი)

საქართველოს ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმებისათვის კი მნიშვნელოვანია ექსპორტიც, რომლმაც 2021 წელს დაახლოებით 4.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 7% უკრაინაში, ხოლო 14% რუსეთში განხორციელდა 2021 წელს. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით მთლიანი საექსპორტო მოცულობის მეხუთედს შეადგენდა ბოლო წლებში. მსგავსად იმპორტისა ამავე მიზეზებით საქართველოდან ექსპორტი საომარ მოქმედებებში მყოფ უკრაინაში გართულდება. თუმცა კიდევ უფრო რთული იქნება იქნება ექსპორტი აგრესორ რუსეთში, რომელთან საბანკო ტრანზაქციების განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდება SWIFT-ის გათიშვის შემდეგ.

გრაფიკი 2 - საქართველოს ექსპორტის წილი სხვდასხვა ქვეყნებიდან (2013-2021 წელი)

ზემოთ მოცემული ანალიზიდან გამომდინარე შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ საქართველოს შეუმცირდება როგორც იმპორტის ისე ექსპორტის ნაკადები. შედეგად, ქართველ მეწარმეებს მოუწევთ, იმის მოფიქრება, თუ როგორ ჩაანაცვლონ მათი სავაჭრო პარტნიორები, როგორც ქვეყანაში შესამოსატანი პროდუქციის ჩასანაცვლებლად, ისე ქვეყნიდან ექსპორტზე გასატანი პროდუქტების გასაყიდად. ერთიც უნდა შევამჩნიოთ, საქართველოს იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს (საქართველო მეტს ყიდულობს უცხოეთიდან ვიდრე ყიდის უცხოეთში).

თუ მეტს ვყიდულობთ ვიდრე ვყიდით, როგორ გადავიხდით იმპორტის საფასურს?

საქართველოს თავისი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გადასახდელად რამოდენიმე წყარო აქვს. მათ შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც დაახლოებით წელიწადში 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენენ, თუმცა 2020 წელს მათ მხოლოდ 0.5 მილიარდი დოლარი შეადგინეს (საქსტატი). საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნები არიან, რომლებზეც უცხოური ინვესტიციების 60% მოდის, ხოლო უკრაინასა და აგრესორ რუსეთზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 10%-ს შეადგენს.

იმპორტის დაფინანსების უფრო მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ფულადი გზავნილები უცხოეთიდან საქართველოში, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეები უცხოეთში მუშაობის შედეგად აგავნიან საქართველოში, თავიანთ ოჯახებთან. 2021 წელის მონაცემებით ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს ეროვნული ბანკი). აგრესორი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ტრადიციულად დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები ხდებოდა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე შეიცვალა, რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების წილი საერთო რაოდენობაში შემცირდა საერთო რაოდენობის 18%-მდე, ხოლო ევროკავშირის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სანქციების განსაკუთრებით კი SWIFT-ის გათიშვის გამო რუსეთიდან ფულადი გზავნილების განხორციელება გართულდება. შედეგად მოსალოდნელია, რომ ფულადი გზავნილებიც შემცირდება.

გრაფიკი 3 - ფულადი გზავნილები საქართველოში ქვეყნების მიხედვითშეჯამების სახით შეიძლება იოლად ვივარაუდოთ: რადგან ომი საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო ეკონომიკური პარტნიორებს შორის არის, ის გამოიწვევს მნიშვნელოვან რყევებს საქართველოს ეკონომიკაში, თუმცა ერთობლივი ეფექტის განსაზღვრა რთულია. განსაკუთრებით დიდი იქნება გავლენა იმ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც საქართველოს აქვს აგრესორ რუსეთთან. ქართველ მეწარმეებს მოუწევთ ალტერნატივების ძიება, ხოლო სახელმწიფოს მოუწევს ფინანსურ ეკონომიკური მხარდაჭერის ძიება ევროპელ პარტნიორებთან.

ბოლო სტატია

აიფონი თუ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი? ალტერნატიული დანახარჯების გააზრება გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება

პუბლიკაცია ბლოგში · ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ეს ფასი ყოველთვის ფარდობითია…

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი · 14.04.22

ომი, მშვიდობა და სტიმულები: როგორ განსაზღვრავს ეკონომიკის კანონები ჩვენს ცხოვრებას დღესაც კი

პუბლიკაცია ბლოგში · ჩვენ მშვიდობისა და ომის ეკონომიკას მარტივი სიტყვებით განვმარტავთ

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი · 05.04.22

კომპრომისული არჩევანი ეკონომიკაში

პუბლიკაცია ბლოგში · კომპრომისული არჩევანი – ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი

რობერტ ფ. მალიგანი · 18.03.22