კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

უზბეკეთი: საზაფხულო კონკურსი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა შესაძლოა სახალისო იყოს!

ელეანორ ჰამონდი
01.01.70

ზაფხულის თვეებში ტაშკენტის ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კონკურსს ბავშვების, მოზარდებისა და ოჯახების წახალისების მიზნით, რათა შემოქმედებითად გამოიყენონ თავიანთი დასვენების დრო. მონაწილეები უნდა გაცნობოდნენ "საღი აზრის ეკონომიკა"-ს და მის თანმხლებ მრავალფეროვან ვიდეოებს და უნდა წარედგინათ თავიანთი ნამუშევრები საუკეთესო ვიდეოს, საუკეთესო ფოტოსა და საუკეთესო ნახატის კატეგორიებში.

რა შედეგები მოჰყვა ამას? შემოქმედების, ენერგიისა და ენთუზიაზმის კორიანტელი!

მოსწავლე პარიზოდა აბდუფატოევასთვის ეს იყო კონკურსი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. "წიგნის კითხვა დავიწყე - ჩემი წარმოსახვის უნარი, აზროვნება, დამოკიდებულება, მიზანი, ყველაფერი შეიცვალა! დავიწყე ინგლისური ვერსიით, შემდეგ შევამოწმე რუსული ვერსია და შემდეგ უზბეკური. წიგნების უმეტესობა თარგმნის შემდგომ კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ "საღი აზრის ეკონომიკა"-მ თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა. ძალიან დიდი მადლობა ჩემგან მთარგმნელებს! მე ეს წიგნი ჩემთვის, საკუთარი განვითარებისთვის წავიკითხე. ის საკითხები,, რომლებიც შევისწავლე გამომადგება ფინანსების საბაკალავრო პროგრამისთვის! ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკური უნარების განვითარებას, არამედ მთელი მსოფლიოს ხედვას".

გამარჯვებულები ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ ტაშკენტის ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეში დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მათ ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ და საშუალება ჰქონდათ მისალმებოდნენ EFI უზბეკეთის წევრებს.