კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიბლოგიპარტნიორებიჩვენ შესახებ
დაიწყეთ კითხვა
ან ჩამოტვირთეთ უფასოდ

კრიპტოვალუტის პერსპექტივა

უილიემ ჯ. ლუთერი
19.05.22

ციფრული ოქროს ძიება ბიტკოინის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 1996 წელს, დუგლას ჯექსონმა და ბერი დაუნიმ დააფუძნეს შპს „E-Gold“, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტში დასაწყობებულ ოქროზე საკუთრების უფლებას გადასცემდა. კომპანიას 2005 წლისთვის უკვე ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, როდესაც ჯექსონი და დაუნი, მათ თანამშრომელ რეიდ ჯექსონთან ერთად ფულის გათეთრებაში და ფულის გადარიცხვის არალიცენზირებულ საქმიანობაში დაადანაშაულეს. გისოსებს მიღმა ათეულობით წლის გატარებას ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა არჩიეს. მაგრამ ამან ფაქტობრივად ხელი შეუშალა „E-Gold“-ს ფუნქციონირებისთვის ლიცენზიის მიღებაში. ოქროს გადაცემის საიტი აღარასოდეს გახსნილა.

ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორიც ბიტკოინია ცოტა აქვთ საერთო „E-Gold“-თან. ეს არ გულისხმობს ოქროს ან რამე სხვა აქტივის მოთხოვნას. გარიგებებში ის არ ეყრდნობა ნდობით აღჭურვილ მესამე მხარეს. თუმცა, „E-Gold“-ის მსგავსად კრიპტოვალუტა იძლევა ახალი მონეტარული სისტემის იმედს, რომელიც უმჯობესდება ფიზიკური საქონლის ან ქაღალდის ფულის დეფიციტის დროს.

ოქროს მსგავსი საქონელი ჩვეულებრივ ძალიან მწირი რაოდენობისაა. ოქროს მიწიდან მოპოვება და მისგან მონეტების მოჭრა ძალიან ძვირი ჯდება. მაღაროელები და ფულის მჭრელები ამ საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებენ, თუ მისი სარგებელი, ანუ მონეტების მსყიდველუნარიანობა, გადააჭარბებს მასზე გაწეულ ხარჯს.

ოქროს ბუნებრივი სიმწირე იმას ნიშნავს, რომ ოქროს მონეტების მიწოდებას მართავს დეცენტრალიზებული, თვითრეგულირებადი მექანიზმი. ოქროს მონეტებზე მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის შემთხვევაში, იმატებს მყიდველობითი ძალაც. ვინაიდან გაზრდილი მსყიდველობითი უნარი უფრო მომგებიანს ხდის ოქროს მოპოვებას და მონეტის მოჭრას, მაღაროელები და ფულის მჭრელები ჩვეულებრივზე მეტი მონეტის წარმოებას დაიწყებენ. თუ მიწოდება უფრო მაღალი ტემპით მოიმატებს, ოქროს მონეტების მსყიდველობითი ძალა თანდათანობით შემცირდება წარმოების ფასამდე. ამის შემდეგ, მოგების მიღების შესაძლებლობის გაქრობასთან ერთად, მაღაროელები და ფულის მჭრელები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის რუტინული ზრდის, შემოსავლის ზრდის და ცვეთის გამო მიწოდების შემცირების მიმართულებით.

ოქროს კლასიკური სტანდარტის მიხედვით, ბაზრის მონაწილეებს შეეძლოთ გონივრულ ფარგლებში წინასწარ განესაზღვრათ როგორი იქნებოდა ფასების დონე ოც, ორმოცდაათ, ან ას წელიწადშიც კი! მათ იცოდნენ, რომ ოქროს სტანდარტის დეცენტრალიზებული, თვითრეგულირებადი მექანიზმი გამოიწვევდა ცვლილებას ოქროს მონეტებზე მოთხოვნაში ან მოახდენდა ოქროს მონეტების მიწოდებაში ცვლილების კომპენსირებას. შესაბამისად, ფასების დონის ცვლილებას ექნებოდა საშუალო დონეზე დაბრუნების ტენდენცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოქროს სტანდარტმა უზრუნველყო საიმედო ნომინალური საფუძველი გრძელვადიან პერსპექტივაში.

კლასიკურ ოქროს სტანდარტს უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. ოქროს ბუნებრივი სიმწირე, რასაც მოქმედებაში მოჰყავდა დეცენტრალიზებული, თვითრეგულირებადი მექანიზმი, ასევე ნიშნავდა იმას, რომ მონეტარული სისტემის შენარჩუნება ძვირადღირებული და ნელი ტემპით ცვალებადი იყო. ოქროს მონეტების მიწოდების გასაზრდელად, უნდა დაექირავებინათ მუშები და მანქანა-დანადგარები ოქროს ამოსათხრელად და მის მონეტებად გადასადნობად. ამ მუშების და მანქანა-დანადგარების გამოყენება შეიძლებოდა სხვა ღირებული საქონლის და მომსახურების საწარმოებლად. გარდა ამისა, ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მსყიდველობითი ძალა შედარებით უფრო სტაბილურია გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერსპექტივაში ის არასტაბილურობით ხასიათდება.

სასაქონლო ფულის დეფიციტის დროს მარტივი დასანახია ქაღალდის ფულის მიმზიდველობა. ქაღალდის ფულს ბუნებრივი სიმწირე არ ახასიათებს. დოლარის შექმნის ზღვრული ღირებულება ნულს უდრის, რადგან ამას მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა სჭირდება. მისი გამომშვები (ჩვეულებრივ ცენტრალური ბანკი) ქაღალდის ფულს ხელოვნურად აქცევს დეფიციტურად. თუ ცენტრალური ბანკი ქაღალდის ფულის მიწოდებას კარგად მართავს, მას შეუძლია შექმნას საიმედო ნომინალური საფუძველი გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ოქროს სტანდარტის მსგავსი იქნება, ბევრად უფრო ნაკლები ადაპტაციის პერიოდით და მნიშვნელოვნად უფრო დაბალი ფასით.

პრაქტიკაში ქაღალდის ფული მოლოდინს არ ამართლებს. საუკეთესო ქაღალდის ფულიც კი ნაკლებ პროგნოზირებადია, ვიდრე კლასიკური ოქროს სტანდარტი. რადგან ქაღალდის ფულის მიწოდების მართვა ბევრად იაფი ჯდება, პროგნოზირებადობის ნაკლებობა ბაზრის მონაწილეებს აიძულებს მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მომავალი ნომინალური ცვლადი მაჩვენებლების შესაფასებლად.

რატომ მუშაობს ქაღალდის ფული სუსტად? სწორედ იმიტომ, რომ ბუნებრივმა სიმწირემ აიძულა ოქროს სტანდარტი კარგად ემუშავა და ამავდროულად გაეთვალისწინებინა მისი ნაკლოვანებები, ქაღალდის ფულის ხელოვნური სიმწირე ოქროს სტანდარტის გადაჭარბების შესაძლებლობას იძლევა, ამავდროულად მნიშვნელოვნად აუარესებს მის მუშაობას. პრობლემა ისაა, რომ ქაღალდის ფულის ხელოვნური სიმწირე დამოკიდებულია თავისი არსით დისკრეციული ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებზე.

კრიპტოვალუტებს აქვს როგორც სასაქონლო, ისე ქაღალდის ფულის გაუმჯობესების პოტენციალი. ქაღალდის ფულის მსგავსად, კრიპტოვალუტის სიმწირეც ხელოვნურია. თუმცა, სასაქონლო ფულის მსგავსად, მათი სიმწირე არ ეყრდნობა დისკრეციული მიწოდების მართვას. კრიპტოვალუტის გამომშვებს შეუძლია შესაბამისი მიწოდების ადაპტირების გარანტია, მათი საწყის კოდში ჩაწერის გზით. შექმნილი ქონების შემთხვევაში, კრიპტოვალუტა უზრუნველყოფს გრძელვადიანი მოლოდინების გარანტირებას და დროულად მოახდენს ცვლილებას სასაქონლო და ქაღალდის ფულზე დაბალ ფასად.

სტატია მოწოდებულია უილიემ ჯ. ლუთერი და ამერიკის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე

ბოლო სტატია

ობი-ვან ენობი, საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკის სპეციალისტი

პუბლიკაცია ბლოგში · შეიძლება „ვარსკვლავური ომები“ იყოს გალაქტიკათშორისი პორტალი საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის უკეთ გასაგებად?

ბაირონ ბ. კარსონ III · 17.06.22

ფასების რეგულირება: ხილული და უხილავი ხელი და რა საერთო აქვს მას უკრაინაში არსებულ საწვავის კრიზისთან?

პუბლიკაცია ბლოგში · საწვავის დეფიციტი, ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები და როგორ მოქმედებს ფასები ბაზარზე

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი · 09.06.22

აიფონი თუ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი? ალტერნატიული დანახარჯების გააზრება გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება

პუბლიკაცია ბლოგში · ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ეს ფასი ყოველთვის ფარდობითია…

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი · 14.04.22