Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

საქართველო: EFI-ის მასწავლებელთა ინსტრუმენტების (Teacher’s Toolkit) პილოტირება მე-10 კლასის მოსწავლეებთან.

ელეანორ ჰამონდი

2021 წლის სექტემბერში საქართველოს წამყვან საჯარო სკოლაში მე-10 კლასის სასწავლო კურიკულუმს დაემატა ახალი საგანი: ეკონომიკის შესავალი. კომაროვი ერთ-ერთი პირველი სკოლაა ქვეყანაში, რომელშიც ეკონომიკის სწავლება სავალდებულო გახდა. 250 მოსწავლე სწავლობს საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, "საღი აზრის ეკონომიკას"-სთან მუშაობით. კურსს უძღვებიან EFI-ის ქვეყნის პარტნიორის - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GEL-i) - ინსტრუქტორები. პედაგოგები პილოტირებას უწევენ მასწავლებელთა ინსტრუმენტებს, რომელიც შემუშავებულია EFI-ის მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის მიერ მთელი რეგიონიდან. ინსტრუმენტები უზრუნველყოფს მათ საპრეზენტაციო სლაიდებით, ინსტრუქტორების სახელმძღვანელოებითა და პრაქტიკაში არსებული პრობლემებით - ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ეკონომიკის სწავლა იყოს მომხიბლავი და სახალისო! კომაროვის პროექტი სამომავლო გეგმების საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც საშუალო სკოლის სასწავლო გეგმაში ეკონომიკის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს. EFI-ის მხარდაჭერით, GEL-i შეიმუშავებს შემდგომ კურიკულუმებს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. კომაროვის მოსწავლეებთან მუშაობის გარდა, GEL-i ნერგავს "საღი აზრის ეკონომიკა"-ს ორ წამყვან კერძო სკოლაში. გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურა, რათა თვალი ადევნოთ ამ საინტერესო პროექტს!

სტატიის გაზიარება