კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი
HomeArticles
Facebook

ესსეების კონკურსი ეკონომიკაზე სკოლის მოსწავლეთათვის

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
23.05.22

ესსეების კონკურსი: გაერთეთ ეკონომიკის კითხვისას

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) აცხადებს ესსეების ღია კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამოაგზავნონ ესსეები მთელი წლის განმავლობაში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ეტაპად, გაზაფხულზე 13 მაისის შემდეგ და შემოდგომით 20 ოქტომბრის შემდეგ. კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ ესსე დაწერილი უნდა იყოს წიგნი [**საღი აზრის ეკონომიკაზე**](http://www.geli.org.ge/ka/economics) დაყრდნობით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ესსეს ავტორის დაკვირვება და ლოგიკური ანალიზი გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი. საუკეთესო ესსეები გამოქვეყნდება [**საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi)**](http://www.geli.org.ge/ka) ვებ-გვერდზე, [**Economic Fundamentals Initiative**](https://www.econfun.org/en)\- ის ვებ-გვერდზე და [**ორჯერ ორის**](https://orjerori.ge/) პლათფორმაზე. ამასთან, პირველ ადგილზე გასული ესსეს მიხედვით ორჯერ ორი დაამზადებს ვიდეოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. გამარჯვებული ესსეების ავტორები მიიღებენ პრიზებს. შერჩეულ საუკეთესო 10 კონკურსანტს გადაეცემა წიგნი **საღი აზრის ეკონომიკა,** ხოლო პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები მიიღებენ 500, 300 და 200 ლარის ღირებულების საჩუქრებს. **ესსეების კონკურსი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგ საკითხებს:** * ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა; * ინვესტიციები, როგორც დანაზოგის გაკეთების წყარო; * სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები; * სტიმულები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენენ ზეგავლენას; * ტექნოლოგიური განვითარება; * ტექნოლოგიური კომპანიების მოდელები; **ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი ფორმატირების წესებს:** * ენა: **ქართული** * დოკუმენტის ფორმატი: **PDF** * დოკუმენტის მოცულობა: **მაქსიმუმ 2 გვერდი** * ფონტის ზომა: **11** * ფონტი: **Sylfaen** * სათაურის ზომა: **14** * ტექსტი გასწორებული: **Justify Text მეთოდი** * ხაზებსა და აბზაცებს შორის მანძილი: **1.0** \*\*\*სტატისტიკური მონაცემების გამოყენებისას ესსეში რეკომენდირებულია გამოიყენოთ ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები (მაგ.: Microsoft excel) და თავი აარიდოთ წლის რიცხვების ჩამონათვალის გაკეთებას. გთხოვთ, შეავსოთ Google Form, სადაც შეძლებთ ატვირთოთ თქვენი ნამუშევარი: <https://forms.gle/wiSJyeECBG1jGZwu5> საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) პერიოდულად გამართავს **კითხვა - პასუხის ფორმატის სესიას**, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის ორგანიზატორებისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით განთავსდება ორგანიზაციის [**facebook**](https://www.facebook.com/geli.org.ge) გვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@geli.org.ge