„EFI“-ის შესახებ
სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანების უნარების, ნიჭის და კრეატიულობის განვითარების უნიკალური პროექტი, ეკონომიკის მიმართულებით შთაგონების და ინტერესის გასაღვივებლად.


ორგანიზაციაში „Economic Fundamentals Initiative“ ჩართული ყველა პირი შესაბამის რეგიონში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჩვენ ვართ ეკონომისტები, პედაგოგები, აკადემიური ადმინისტრატორები, მარკეტოლოგები, რედაქტორები და თარჯიმნები. ყველა ჩვენგანი კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომლებიც კონკრეტული რეგიონების წინაშე დგას. მთელი გულით გვჯერა, რომ ეკონომიკის ცოდნის გაღრმავება მხოლოდ საუკეთესოს მოიტანს ადამიანებისთვის, მათი საზოგადოებებისა თუ ეროვნული და რეგიონალური სტაბილურობისთვის.
უნივერსიტეტის და უმაღლესი სკოლების პედაგოგებთან, სტუდენტებთან და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, „EFI“-ის და ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებს სურვილი აქვთ ეკონომიკური წიგნიერება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ. უკვე ხელმისაწვდომია 10 ენაზე. ვგეგმავთ ჩვენი პორტფელის გამდიდრებას აღმოსავლეთ ევროპული და ცენტრალური აზიის ენებით.
„EFI“ მთლიანად შემოწირულობების საფუძველზე შეიქმნა. ხსენებული სახსრები მხოლოდ ამ რეგიონებში ეკონომიკური ლიტერატურის ადაპტირების, თარგმნისა და გავრცელებისთვის იხარჯება. „EFI“ არის აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია (501(с)(3)).










წიგნი
პუბლიკაცია „საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის“ პირველად 2005 წელს გამოიცა და დღეს ეს უკვე მისი მესამე რედაქციაა. აკადემიური სფეროდან ეკონომისტების ჯეიმს დ. გვართნის, რიჩარდ ლ. სტროუპის, დვაიტ რ. ლის, ტაუნი ჰ. ფერარინის და ჯოსეფ პ. კალჰოუნის მიერ შექმნილი „საღი აზრის ეკონომიკა“ დღეს საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების კლასიკურ შესავალს წარმოადგენს. მისი მიზანია მკითხველებს დაეხმაროს კეთილგონიერი პირადი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ეკონომიკური პრინციპების საფუძვლიანად გააზრების გზით.
„EFI“-ის აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის მხარდაჭერით, წიგნი ადაპტირებულია ჩვენს რეგიონში მკითხველების საჭიროებებზე მოსარგებად. წიგნის „საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის“ განახლებული ვერსია ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ, ალბანურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, უზბეკურ, უკრაინულ, ქართულ, ყაზახურ და ყირგიზულ ენებზე. ყაზახურ ენაზე თარგმნილი ვერსიაც მალე გახდება ხელმისაწვდომი.
ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომი წიგნი მოიცავს დამატებით საკითხავ მასალას და ერთობლიობაში 9 საათზე მეტი ხანგრძლივობის სუბტიტრებიან ვიდეო კლიპებს, რომლებიც წარმოაჩენენ და განმარტავენ ეკონომიკის ფუნდამენტურ კონცეფციებს რეალური ცხოვრების კონტექსტში. ადგილობრივ პარტნიორებთან ასევე ხელმისაწვდომია წიგნის დაბეჭდილი ვერსიაც.

საღი აზრის თაობა
რეგიონში სტუდენტებს, პედაგოგებს და ფართო საზოგადოებას შესაძლებლობას ვთავაზობთ. ეს არის ეკონომიკის იმ პრინციპების შესწავლის შესაძლებლობა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზემოქმედებენ. ამას მათ საკუთარ ენაზე და რაიმე სახის ფინანსური ხარჯის გარეშე ვთავაზობთ. ეკონომიკა ბევრისთვის შიშის მომგვრელი დისციპლინაა, თუმცა ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს ეკონომიკის საფუძვლები. „EFI“ გთავაზობთ კონტენტს, რომელიც ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა უპრობლემოდ მიიღეს. დღემდე ის ხელმისაწვდომი არ იყო აღმოსავლეთ ევროპულ, სამხრეთ კავკასიურ და ცენტრალური აზიის ენებზე.
ჩვენი რეგიონალური პარტნიორები შეიმუშავებენ აქტივობების საინტერესო პროგრამებს სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და უბრალოდ ყველასათვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მოქმედებს ეკონომიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ისინი ატარებენ ესეების კონკურსებს, ვიდეო კონკურსებს, მართავენ შეხვედრებს და აწყობენ საკლასო ვიზიტებს. ყველას აქვს შანსი შეიცნოს „საღი აზრის ეკონომიკის“ სამყარო, როგორც ონლაინ, ისე - ოფლაინ!

მასწავლებლის გზამკვლევი
სასწავლო ინსტრუმენტების ნაკრები ჩვენი ეკონომისტების გუნდმა შეიმუშავა, რომელიც პედაგოგებს შესთავაზებს ყველაფერს, რაც დასჭირდებათ ეკონომიკის შესავლის სწავლებისთვის უმაღლესი სკოლის პირველკურსელებისთვის და საბაკალავრო პროგრამის საწყის დონეზე. „EFI“-ს „საღი აზრის ეკონომიკის“ რეგიონზე მორგებული რედაქციის საფუძველზე, ინსტრუმენტების ნაკრები მოიცავს სლაიდ-პლატფორმებს, ინსტრუქტორის სახელმძღვანელოებს და პრაქტიკული ამოცანების ნაკრებს. მისი ძველი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვან საჯარო სასწავლებლებში. სახელმძღვანელოს ნიმუშის (მხოლოდ ინგლისურ ენაზე) სანახავად, და თარგმანსა და თქვენს ქვეყანაში გავრცელებასთან დაკავშირებული ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს რეგიონალურ წარმომადგენელს.