WEBVTT

00:00:00.270 --> 00:00:05.040
- დღეს მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის
ნახევარზე მეტი აფრიკაში ცხოვრობს.

00:00:05.040 --> 00:00:08.820
- რატომ? რატომ რჩება აფრიკის
დიდი ნაწილი ღარიბი,

00:00:08.820 --> 00:00:11.790
სხვა რეგიონები კი ვითარდებიან?

00:00:11.790 --> 00:00:13.920
ხალხს უამრავი თეორია აქვს.

00:00:13.920 --> 00:00:16.860
- უბრალოდ, სუფთა წყლის პოვნა რთულია.

00:00:16.860 --> 00:00:17.880
- დღევანდელი პრობლემები,

00:00:17.880 --> 00:00:20.820
რომლებიც აფრიკის კონტინენტს აწუხებს,
მის კოლონიურ წარსულს უკავშირდება.

00:00:20.820 --> 00:00:23.160
- მაგრამ მგონია, რომ მაგატ ვადეს ახსნა

00:00:23.160 --> 00:00:24.390
ყველაზე ლოგიკურია.

00:00:24.390 --> 00:00:27.840
აფრიკის მთავრობებს უბრალოდ
ძალიან ბევრი წესი აქვთ.

00:00:27.840 --> 00:00:29.280
- თუ ვინმეს დაასაქმებ,

00:00:29.280 --> 00:00:31.620
მერე წარმატებებს გისურვებთ მის
გათავისუფლებაში, ნებისმიერი მიზეზით.

00:00:31.620 --> 00:00:32.820
- და აქვეა გადასახადებიც.

00:00:32.820 --> 00:00:34.500
- საგადასახადო კოდექსი იმდენად რთულია,

00:00:34.500 --> 00:00:35.970
რომ ზოგი ამბობს, მის ბეჭდვას

00:00:35.970 --> 00:00:37.320
ორი ან სამი სატვირთო მანქანა სჭირდება.

00:00:37.320 --> 00:00:40.350
- ვადემ სენეგალში ტუჩსაცხის
კომპანია დააარსა.

00:00:40.350 --> 00:00:42.930
ზოგიერთი ინგრედიენტი,
რაც მას სჭირდება,

00:00:42.930 --> 00:00:44.520
იქ არ იწარმოება, ამიტომ
იმპორტული შემოაქვს,

00:00:44.520 --> 00:00:46.980
მაგრამ მთავრობა იმპორტს ძვირად უჯენს.

00:00:46.980 --> 00:00:50.820
- ზოგ პროდუქტზე 70%-იანი
იმპორტის გადასახადია,

00:00:50.820 --> 00:00:52.920
- რაც ფასს თითქმის ორმაგებს.

00:00:52.920 --> 00:00:53.750
- სწორედ ასეა.

00:00:53.750 --> 00:00:56.940
- ამიტომ, ბევრს გადასახადისგან თავის
დაღწევა მექრთამეობით უწევს.

00:00:56.940 --> 00:00:58.710
ყველა საუბრობს აფრიკის კორუფციაზე.

00:00:58.710 --> 00:00:59.970
- ხალხი ჩივის,

00:00:59.970 --> 00:01:02.790
თითქოს კორუფცია ძირეული პრობლემა იყოს.

00:01:02.790 --> 00:01:07.170
მაგრამ მე ვამბობ – არა, კორუფცია

00:01:07.170 --> 00:01:10.980
არამიზნობრივი და აბსურდული
კანონების ბუნებრივი შედეგია.

00:01:10.980 --> 00:01:13.170
- ამერიკაშიც ზუსტად იმდენივე
კორუფცია იქნებოდა,

00:01:13.170 --> 00:01:14.140
თუ ასეთივე წესები გვექნებოდა?

00:01:14.140 --> 00:01:15.600
- რა თქმა უნდა.

00:01:15.600 --> 00:01:19.110
კორუფციის აღმოფხვრის ერთადერთი გზა
წესების გამარტივებაა.

00:01:19.110 --> 00:01:20.430
- ვადეს ბიზნესი გადარჩა,

00:01:20.430 --> 00:01:23.490
რადგან გაუმართლა და კეთილსინდისიერი
ბიუროკრატი შეხვდა.

00:01:23.490 --> 00:01:25.500
- მე საბაჟოს უფროსს შევხვდი

00:01:25.500 --> 00:01:26.730
და ერთად დავიწყეთ ძიება.

00:01:26.730 --> 00:01:28.230
- მან ქრთამი არ მომთხოვა.

00:01:28.230 --> 00:01:33.230
- ჩვენ ერთ-ერთ დოკუმენტში ვიპოვეთ მუხლი,
რომლის მიხედვითაც,

00:01:33.330 --> 00:01:37.020
თუ ექსპორტზე პროდუქციის 80%-ზე მეტს უშვებ

00:01:37.020 --> 00:01:39.330
და მინიმუმ ორი წელი ოპერირებ,

00:01:39.330 --> 00:01:40.950
შეგიძლია გადასახადისგან
გათავისუფლება მოითხოვო.

00:01:40.950 --> 00:01:42.540
- შენ ამ ხარვეზის მეშვეობით გადარჩი,

00:01:42.540 --> 00:01:45.480
მაგრამ ამისთვის კავშირები
და დრო გჭირდება.

00:01:45.480 --> 00:01:47.400
– ზუსტად, ზუსტად.

00:01:47.400 --> 00:01:48.870
- მე წარმომიდგენია,

00:01:48.870 --> 00:01:53.280
რომ ამ ქვეყნების ლიდერები
კეთილი ზრახვებით მოქმედებენ.

00:01:53.280 --> 00:01:55.860
ისინი ხედავენ, რამდენად
დამანგრეველია ეს პოლიტიკა.

00:01:55.860 --> 00:01:57.840
მაშინ რატომ აწესებენ ამდენ წესს?

00:01:57.840 --> 00:01:59.670
- არ ვარ დარწმუნებული,
რომ ყველას ეს ესმის.

00:01:59.670 --> 00:02:01.920
შეხედეთ გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნებს.

00:02:01.920 --> 00:02:04.230
- გაეროს მიზნებში შედის,

00:02:04.230 --> 00:02:07.380
მაგალითად, ინკლუზიური და
სამართლიანი განათლება,

00:02:07.380 --> 00:02:10.560
კლიმატის ცვლილება და
გენდერული თანასწორობა.

00:02:10.560 --> 00:02:13.080
ბიზნესის შემზღუდავ წესებზე
არაფერი წერია.

00:02:13.080 --> 00:02:16.620
- ჩვენ ყელზე ჯაჭვი გვაქვს შემოხვეული,
რასაც არავინ ამჩნევს,

00:02:16.620 --> 00:02:18.900
მაგრამ უთანასწორობაზე
კი მელაპარაკებიან.

00:02:18.900 --> 00:02:20.820
ჩვენ გვჭირდება მეტი
ეკონომიკური თავისუფლება.

00:02:20.820 --> 00:02:23.150
- მარტივი წესები,
რომლებსაც ყველა გაიგებს.

00:02:23.150 --> 00:02:24.690
- დიახ, დიახ.

00:02:24.690 --> 00:02:29.550
ეს პრობლემა თითქმის არავის ესმის.

00:02:29.550 --> 00:02:30.870
- მაგრამ უნდა ესმოდეს.

00:02:30.870 --> 00:02:32.910
თუ დანარჩენ მსოფლიოს შეხედავ,

00:02:32.910 --> 00:02:35.520
ნახავ, რამ იმუშავა და რამ - არა.

00:02:35.520 --> 00:02:37.590
ვადემ ამ თემაზე ფილმი გადაიღო.

00:02:37.590 --> 00:02:40.020
- რატომ მოხდა ისე, რომ
რამდენიმე ათეული წლის წინ

00:02:40.020 --> 00:02:44.160
ჩინეთი იმავე მდგომარეობაში იყო,
რაშიც აფრიკის ქვეყნები?

00:02:44.160 --> 00:02:45.990
სინგაპურმა ამას თავი დააღწია.

00:02:45.990 --> 00:02:47.520
ჰონგ-კონგმა ამას თავი დააღწია.

00:02:47.520 --> 00:02:51.990
თუნდაც დუბაი, უბრალო უდაბნო, ქვიშა,

00:02:51.990 --> 00:02:54.540
და უცებ – 12-15 წელიწადში,

00:02:54.540 --> 00:02:56.580
დუბაი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი
ფინანსური ცენტრი.

00:02:56.580 --> 00:02:59.220
– და გიკვირს, მაინც რა მოხდა?

00:02:59.220 --> 00:03:03.990
მათ გაიგეს, რომ თუ ბიზნესი
მარტივად ვერ დაარსდება

00:03:03.990 --> 00:03:08.010
და ვერ იმუშავებს,

00:03:08.010 --> 00:03:09.750
მაშინ არც ერთი ბიზნესი არ მოვა.

00:03:09.750 --> 00:03:11.970
- მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებს

00:03:11.970 --> 00:03:13.170
სხვა ხედვა აქვთ.

00:03:13.170 --> 00:03:14.550
- ისინი ამბობენ,

00:03:14.550 --> 00:03:17.070
რომ მსოფლიოს ქვეყნებმა
უფრო მეტი დახმარება უნდა გაგზავნონ.

00:03:17.070 --> 00:03:21.330
- მთავრობები უკვე $50 მილიარდს
გზავნიან აფრიკაში ყოველწლიურად,

00:03:21.330 --> 00:03:24.270
და კომპანიები ქველმოქმედებას საკუთარი
ბრენდის გასაზრდელად იყენებენ.

00:03:24.270 --> 00:03:26.160
- რა მოხდება, თუ დავაარსებდი
ფეხსაცმლის კომპანიას,

00:03:26.160 --> 00:03:29.670
და ყოველ გაყიდულ წყვილზე
უფასო წყვილს გადავცემდი?

00:03:29.670 --> 00:03:31.470
ამ ბავშვებს მთელი ცხოვრების
განმავლობაში ფეხსაცმელი ექნებათ.

00:03:31.470 --> 00:03:35.880
- TOMS Shoes-მა 93 მილიონი წყვილი
ფეხსაცმელი გააჩუქა.

00:03:35.880 --> 00:03:38.100
- მაგრამ იცით, რომ ჩვენს პატარა სოფელში

00:03:38.100 --> 00:03:43.020
232 ხელოსნური ფეხსაცმლის ბიზნესი გვაქვს?

00:03:43.020 --> 00:03:46.560
თითოეული მათგანი მინიმუმ
15 ადამიანს ასაქმებს.

00:03:46.560 --> 00:03:47.670
- ამ პატარა სოფელში?

00:03:47.670 --> 00:03:50.640
- ჰო, და როდესაც ამერიკაში
ფეხსაცმელს ყიდულობ

00:03:50.640 --> 00:03:53.520
და შემდეგ მათ უფასოდ

00:03:53.520 --> 00:03:55.500
ჩემს სოფელში გზავნიან,

00:03:55.500 --> 00:03:58.200
ჩვენმა მეწარმეებმა თავიანთი
ბიზნესი უნდა დახურონ,

00:03:58.200 --> 00:04:00.000
რადგან ვინ გაუწევს კონკურენციას
უფასო პროდუქციას?

00:04:00.000 --> 00:04:02.990
TOMS უბრალოდ ცდილობს
თავისი ბრენდი გააძლიეროს, ჩვენ კი ისე

00:04:02.990 --> 00:04:04.580
წარმოგვაჩენს, თითქოს საკუთარი
თავის რჩენა არ შეგვიძლია.

00:04:06.080 --> 00:04:10.660
ეს სერიოზულად აზიანებს ჩვენს ბიზნესს,
რომელიც ამ ბაზარზეა დამოკიდებული.

00:04:10.990 --> 00:04:13.080
- ვიცი, რომ მათი ჩანაფიქრი
კარგი იყო, გასაგებია,

00:04:13.080 --> 00:04:16.380
მაგრამ იქნებ შორეულ
პერსპექტივაზეც იფიქრონ?

00:04:16.380 --> 00:04:19.170
თუ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ
აბსოლუტურად არაფერი გაგვაჩნია,

00:04:19.170 --> 00:04:22.170
მეწაღეებიც კი არა,
მაშინ ეს მართლაც საშინელებაა.

00:04:23.030 --> 00:04:26.640
♪ დახმარება, რომელსაც დასასრული არ აქვს ♪

00:04:26.640 --> 00:04:30.000
- მაგრამ TOMS-ის „ერთი იყიდე, ერთს
გაჩუქებთ“ კამპანია პოპულარულია.

00:04:30.000 --> 00:04:32.550
- ერთმა კომპანიამ დაიწყო,
მაშინ ძალიან წარმატებული იყო,

00:04:32.550 --> 00:04:33.930
ეს ერთი იყიდე, ერთს კი გაჩუქებთ მიდგომა,

00:04:33.930 --> 00:04:35.430
განსაკუთრებით ღარიბებისთვის,

00:04:35.430 --> 00:04:37.080
მაგრამ ახლა უკვე ტამპონებზე,

00:04:37.080 --> 00:04:38.100
საპნებზეც იმავეს ვხედავთ,

00:04:38.100 --> 00:04:40.380
საერთოდ ყველაფერზე.

00:04:40.380 --> 00:04:41.940
- მაგრამ ვადე ამბობს,
რომ უკეთესი იქნებოდა,

00:04:41.940 --> 00:04:44.430
დასავლეთი აფრიკის მთავრობებს

00:04:44.430 --> 00:04:47.220
თვითდამსაქმებლობის
ხელშეწყობას ურჩევდეს.

00:04:47.220 --> 00:04:49.230
- თუ სამუშაო მაქვს,

00:04:49.230 --> 00:04:52.020
მაშინ ჩემი საკვების პრობლემა ქრება.

00:04:52.020 --> 00:04:56.340
შეზღუდული წვდომა სუფთა
წყალზე ასევე ქრება,

00:04:56.340 --> 00:04:57.630
უბრალოდ – „პუფ! აღარაა!

00:04:57.630 --> 00:05:00.300
- მაგრამ სამუშაოს გარეშე,
მილიონები სიცოცხლეს რისკავენ,

00:05:00.300 --> 00:05:02.070
რომ მდიდარ ქვეყნებში მოხვდნენ.

00:05:02.070 --> 00:05:04.680
- ჩემი ყველაზე გამრჯე ხალხი ახლა

00:05:04.680 --> 00:05:08.310
ოკეანის ფსკერზე თევზების საკვებად იქცა,

00:05:08.310 --> 00:05:11.310
იმიტომ რომ საკმარისი
სამუშაო ადგილები არ არის.

00:05:11.310 --> 00:05:13.020
და რატომ?

00:05:13.020 --> 00:05:15.270
იმიტომ რომ ბიზნესგარემო იმდენად მძიმეა,

00:05:15.270 --> 00:05:17.280
რომ ჩემნაირებისთვის შეუძლებელს ხდის

00:05:17.280 --> 00:05:19.080
კომპანიებისა თუ სამუშაო
ადგილების შექმნას.

00:05:19.080 --> 00:05:21.270
- ამ სიკვდილიანობის დიდი
ნაწილის აცილება შეიძლებოდა

00:05:21.270 --> 00:05:25.080
თუ აფრიკაში ასეთი უაზრო
რეგულაციები არ იქნებოდა.

00:05:25.080 --> 00:05:28.140
- და აი, ეს არის უთანასწორობა,
რომელზეც უნდა ვისაუბროთ.

00:05:28.140 --> 00:05:29.730
მაგრამ არავინ საუბრობს.

00:05:29.730 --> 00:05:32.190
- ყველასთვის ერთნაირი წესები?

00:05:32.190 --> 00:05:34.410
- დიახ, დიახ.

00:05:34.410 --> 00:05:39.410
მეტი ეკონომიკური თავისუფლება
ყველა ქვეყანაში,

00:05:40.260 --> 00:05:43.560
რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს

00:05:43.560 --> 00:05:45.030
მეწარმეობის შანსი.

00:05:55.510 --> 00:05:58.840
[წერის ხმა]