WEBVTT FILE

1
00:00:00.000 --> 00:00:02.572
კია ორა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკში

2
00:00:02.572 --> 00:00:05.303
პოდკასტი კია ორა და კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება სარეზერვო ბანკში

3
00:00:05.303 --> 00:00:07.303
განმარტავს რთულ
საპროცენტო განაკვეთს.

4
00:00:07.543 --> 00:00:11.258
რთული საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ
ძლიერი ფინანსური კონცეფციაა,

5
00:00:11.258 --> 00:00:14.723
მაგრამ ყველას არ ესმის,
თუ როგორ მუშაობს ის.

6
00:00:14.723 --> 00:00:17.277
რთული საპროცენტო განაკვეთის
გაგების მარტივი გზაა ვიფიქროთ მასზე,

7
00:00:17.277 --> 00:00:19.899
როგორც პროცენტის პროცენტზე.

8
00:00:19.899 --> 00:00:21.513
აი, მაგალითი:

9
00:00:21.513 --> 00:00:24.959
ჯეკი და კირი შავი დღისთვის
ფულის დაზოგვაზე ფიქრობენ.

10
00:00:24.959 --> 00:00:27.151
მათ შეიძლება ფული
პირველი სახლისთვის,

11
00:00:27.151 --> 00:00:30.034
საზღვარგარეთ ეგზოტიკური
შვებულებისთვის

12
00:00:30.034 --> 00:00:32.751
ან საპენსიო ასაკისთვის
შეაგროვონ.

13
00:00:32.751 --> 00:00:34.751
კირი ორგანიზებული
ადამიანია და გადაწყვეტს,

14
00:00:34.751 --> 00:00:38.365
რომ შემნახველ ანაბარზე
1000 დოლარი შეიტანოს,

15
00:00:38.365 --> 00:00:41.745
რომლის წლიური საპროცენტო
განაკვეთი 5% იქნება.

16
00:00:41.745 --> 00:00:44.938
ვნახოთ როგორ შეიცვლება
ამით კირის დანაზოგი.

17
00:00:44.938 --> 00:00:50.401
პირველ წელს კირის $1000 ანაბარზე
საპროცენტო სარგებელი $50 იქნება.

18
00:00:50.401 --> 00:00:54.708
ამრიგად წლის ბოლოს
მას 1050 დოლარი ექნება.

19
00:00:54.924 --> 00:00:58.047
კირი ასევე მიიღებს საპროცენტო
სარგებელს მეორე წელს,

20
00:00:58.047 --> 00:01:02.273
მაგრამ ამჯერად იმის
ანგარიშზეა $1050 -

21
00:01:02.273 --> 00:01:06.943
ამრიგად იგი საპროცენტო სარგებელს
მთლიანად 1050 დოლარზე მიიღებს.

22
00:01:06.943 --> 00:01:10.336
ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველი
საპროცენტო სარგებელი კომბინირებულია

23
00:01:10.336 --> 00:01:15.152
და მეორე წელს მისი სარგებელი
52,50 დოლარი იქნება.

24
00:01:15.152 --> 00:01:17.176
რთული საპროცენტო
განაკვეთის სარგებელი

25
00:01:17.176 --> 00:01:21.460
შესაძლოა თავიდან დიდად არ
გვეჩვენებოდეს, მაგრამ თქვენ ნახავთ,

26
00:01:21.494 --> 00:01:25.447
რომ მას დროთა განმავლობაში
დიდი სხვაობის მოხდენა შეუძლია.

27
00:01:25.447 --> 00:01:29.299
კირი ყოველ წელს აგრძელებს
ანაბარზე თანხის დატოვებას

28
00:01:29.299 --> 00:01:31.419
და მას მისთვის საპროცენტო
სარგებელი მოაქვს.

29
00:01:31.419 --> 00:01:34.693
ორმოცი წლის შემდეგ მას
7000 დოლარზე მეტი ექნება

30
00:01:34.693 --> 00:01:36.193
შემნახველ ანაბარზე

31
00:01:36.193 --> 00:01:40.011
ეს ის თანხაა, რომლის უმეტესობა
პროცენტის პროცენტით იქნა მიღებული.

32
00:01:40.011 --> 00:01:42.607
ჯეკი არ არის ისეთი
დისციპლინირებული, როგორც კირი

33
00:01:42.607 --> 00:01:45.684
და იგი სხვა რამეებზე ფიქრობს.

34
00:01:45.684 --> 00:01:49.140
იგი ასევე იწყებს ანგარიშზე
$1000 ოდენობის დეპოზიტით

35
00:01:49.140 --> 00:01:53.777
და ისევე, როგორც კირი, ასევე
იღებს 5 პროცენტს ყოველწლიურად.

36
00:01:53.777 --> 00:01:58.570
კირისგან განსხვავებით, ჯეკი ხარჯავს
ყოველწლიურად მიღებულ საპროცენტო სარგებელს.

37
00:01:58.570 --> 00:02:03.843
ორმოცი წლის შემდეგ ჯეკს ჯერ კიდევ
1000 დოლარი აქვს შემნახველ ანაბარზე.

38
00:02:03.843 --> 00:02:07.313
მისმა თავდაპირველმა დეპოზიტმა
ამ დროში პროცენტი დააგროვა,

39
00:02:07.313 --> 00:02:08.725
მაგრამ კირისგან განსხვავებით,

40
00:02:08.725 --> 00:02:12.827
იგი არ სარგებლობდა ყოველწლიურად
ამ პროცენტის დამატებით.

41
00:02:12.827 --> 00:02:15.542
ეს არის რთული
პროცენტის სარგებელი -

42
00:02:15.542 --> 00:02:18.219
რაც უფრო დიდხანს დაზოგავთ
პროცენტის დახარჯვის გარეშე,

43
00:02:18.219 --> 00:02:20.025
მით მეტ სარგებელს მიიღებთ.

44
00:02:20.025 --> 00:02:23.807
და რაც მეტხანს დაზოგავთ,
უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ.

45
00:02:23.807 --> 00:02:26.929
რა თქმა უნდა, ჯეკსა და
კირის რომ შეძლებოდათ

46
00:02:26.929 --> 00:02:29.583
რეგულარულად მეტი დანაზოგის
შეტანა საკუთარ ანგარიშებზე,

47
00:02:29.583 --> 00:02:33.540
კიდევ უფრო მეტი თანხა დაგროვდებოდა
რთული საპროცენტო განაკვეთის საშუალებით.

48
00:02:33.540 --> 00:02:38.206
და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რთული
საპროცენტო განაკვეთი ასევე ეხება სესხს

49
00:02:38.206 --> 00:02:40.783
და, რა თქმა უნდა,
ეს არც თუ ისე კარგია.

50
00:02:40.783 --> 00:02:43.880
რაც უფრო მეტ ხანს დატოვებთ სესხს
პროცენტის გადახდის გარეშე,

51
00:02:43.880 --> 00:02:46.027
მით უფრო მეტი
პროცენტი გროვდება

52
00:02:46.027 --> 00:02:49.085
და მით უფრო იზრდება
სესხის ტვირთი.

53
00:02:49.085 --> 00:02:50.675
რომ შევაჯამოთ,

54
00:02:50.675 --> 00:02:54.193
რთული საპროცენტო განაკვეთი
თქვენი დანაზოგის შევსებას ჰგავს,

55
00:02:54.193 --> 00:02:58.163
რადგან არა მხოლოდ პროცენტს
მიიღებთ შეტანილ თანხაზე,

56
00:02:58.163 --> 00:03:01.932
არამედ ასევე იღებთ პროცენტს
გამომუშავებულ პროცენტზე.

57
00:03:01.932 --> 00:03:03.541
რაც უფრო დიდხანს დაზოგავთ,

58
00:03:03.541 --> 00:03:06.484
მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ
რთული საპროცენტო განაკვეთით.

